მადრიდის „რეალმა“ ლუკა მოდრიჩთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ ესპანური გრანდის ვებგვერდი იტყობინება.
მოდრიჩის ძველი ხელშეკრულება 30 ივნისს იწურებოდა, მაგრამ ის „რეალში“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.
ხორვატი ფეხბურთელი მადრიდელებმა 2012 წელს ლონდონის „ტოტენჰემიდან“ შეიძინეს და მას მერე მოდრიჩმა კლუბის ისტორიაში თავი ოქროს ასოებით ჩაწერა. ლუკამ ამ პერიოდში 436 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 31 გოლი გაიტანა. მან „რეალში“ არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის, ხუთჯერ ჩემპიონთა ლიგა.