ჩოგბურთი

14:28 | 8.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზვერევს დაზიანებულ მყესებზე ოპერაცია გაუკეთეს

მსოფლიოს მესამე ჩოგანს, გერმანელ ალექსანდერ ზვერევს, საფრანგეთის ღია პირველობაზე, რაფაელ ნადალთან ნახევარფინალში თამაშისას დაზიანებულ მყესებზე ოპერაცია გაუკეთეს.

ნადალთან შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, თუმცა მეტოქეებმა ორი სეტის დასრულებაც ვერ მოასწრეს. როდესაც ანგარიში 7-6(8), 6-6 იყო ნადალის სასარგებლოდ, 25 წლის ზვერევს, ვისაც დიდი სლემის ტურნირი ჯერ არასდროს მოუგია, მარჯვენა ფეხი გადაუბრუნდა.

„მომავალ კვირას, მე კარიერაში უმაღლეს სარეიტინგო საფეხურზე, მე-2 ადგილზე გადავალ, მაგრამ ამ დილით ოპერაციის გაკეთება მიწევს. გერმანიაში ჩატარებულმა დამატებითმა კვლევამ აჩვენა, რომ მარჯვენა ტერფის სამივე გარე მყესი დაწყვეტილია. იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად, სწრაფად დაბრუნება შევძლო, ყველა მყესი აღვიდგინო და ფეხის სტაბილურობას მივაღწიო, ოპერაცია აუცილებელია. ჩემი რეაბილიტაცია ამ ოპერაციით იწყება“, - წერს ზვერევი საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე.

ზვერევის ძმა მიშამ, „ბილდთან“ საუბრისას განაცხადა, რომ უიმბლდონზე გამოსვლა გამორიცხულია.

0.122062