ფეხბურთი

18:55 | 7.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი შესაძლოა 2023 წელს "ბარსელონაში" გადავიდეს

მოჰამედ სალაჰი „ლივერპულთან“ კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 2023 წელს იწურება, უარს ამბობს.

ეგვიპტელი ფეხბურთელი სავარაუდოდ კარიერას მომდევნო ზაფხულიდან „ბარსელონაში“ გააგრძელებს. Mirror-ის ინფორმაციით, „ბარსელონა“ მზადაა სალაჰი 1 წლის შემდეგ უფასოდ დაიმატოს და მისი პირადი კონტრაქტის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს და 254 შეხვედრაში 156 გოლი აქვს გატანილი.

0.122744