ჩოგბურთი

1:19 | 7.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი: ამ ტრავმით დიდი სლემის სხვა ტურნირზე არ ვითამაშებდი

საფრანგეთის ღია პირველობის მე-14 ტიტულის მოპოვების შემდეგ, რაფაელ ნადალმა განცხადა, რომ ტერფის ქრონიკული ტრავმის გამო, რომელიც მას უკვე თვეებია აწუხებს, დიდი სლემის სხვა ტურნირზე არ ითამაშებდა. მაგრამ როლან გაროსს მისთვის სხვა დატვირთვა აქვს და მანაც გადაწყვიტა, გამაყუჩებელი ინექციების დახმარებით ეთამაშა.

ნორვეგიელი კასპერ რუუდის 6-3, 6-3, 6-0 დამარცხებით, ნადალმა დიდი სლემის 22-ე ტიტული მოიპოვა. ეს ორით მეტია, ვიდრე როჯერ ფედერერის და ნოვაკ ჯოკოვიჩის ტიტულები. ესპანელი აღიარებს, რომ ეს მის კარიერაში, „ყველაზე მოულოდნელი“ გამარჯვებაა.

კითხვაზე, ითამაშებდა თუ არა ამ ტრავმით, რომელსაც გამაყუჩებლებით უმკლავდება, დიდი სლემის რომელიმე სხვა ტურნირზე, ნდალი პასუხობს: „ალბათ არა. ახლა ემოციების მოზღვავება მაქვს. შესაძლოა, ეს ჩემი ყველაზე მოულოდნელი გამარჯვებაა, რაც მას განსაკუთრებულ ფასს ანიჭებს“.

ის განმარტავს, რომ პარიზში ჩამოსვლამდე, ტრავმის გამო, თიხნარის ევროპულ ტურნირებზე ტიტულის მოპოვებაც ვერ შეძლო. ამის გამო, მას თავდაჯერება აკლდა. „რა თქმა უნდა, როდსაც ცუდად მომზადბული ხარ, როგორც მე, ყოველი სათამაშო დღე გამოწვევაა. ყოველ შეხვედრაში, საკუთარი თამაშის დახვეწაზე უნდა იზრუნო“, - განმარტავს ნადალი, ვინც ადრე, საფრანგეთის ღიას წინ, თიხნარზე თუნდაც ერთი ტიტულის მოპოვებას ახერხებდა. ეს კი მის თავდაჯერებაზე კარგად მოქმედებდა.

„ამჯერად, ტურნირის წინ წარმოდგენა არ მქონდა, შევძლებდი თუ არა მეორე კვირაში თამაშს“, - ყვება ნადალი და დასძენს, რომ ნრვის ტკივილს ანესთეზიის საშუალებებით აჯობა და ეს შეგრძნება თამაშში ხელს არ უშლიდა.

დიდი პრობლემ იყო სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა. ეს მის ფიზიკურ შესაძლებლობბზე აისახებოდა. მაგრამ ამის მიუხედავად, ხუთსეტიან ბრძოლაში აჯობა კანადელ ფელიქს ოგერ-ალიასიმეს, შემდგ კი ოთხ სეტში მოუგო ნვაკ ჯოკოვიჩს. შემდგ კი იყო რთული შეხვედრა გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან, რომლის პირველი არასრული ორი სეტი, სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრა ზვერევის მძიმე ტრავმით დასრულდა.

ნადალმა ჯერ არ იცის, როგორი იქნება მისი განრიგი, სად ითამაშებს. ორი წლის შემდეგ, როლან გაროსის კორტები ოლიმპიურ ტურნირს უმასპინძლებს. ნადალს ორივე ტიტული აქვს, მაგრამ თუ იმ დრომდე სპორტში დარჩება, არჩევა გაუჭრდება.

„როლან გაროსი ჩემი კარიერის მთავარი ნაწილია. ოიმპიადა კი სპორტში მთავარი მოვლენაა. ამიტომ, არჩევანი რთული იქნება. შესაძლოა, საფრანგეთის ღია ჩემთვის ოდნავ უფრო მნიშვნელოვანია“, - დასძენს ნადალი.

0.117706