ფეხბურთი

18:13 | 6.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარეთის ნაკრებს დროებითი მწვრთნელი დაუნიშნეს

ბულგარეთის ნაკრებს მომდევნო ორ მატჩში გეორგი ივანოვი გაწვრთნის. ამის შესახებ ადგილობრივი საფეხბურთო კავშირის ვებგვერდი იტყობინება.

„7 ივნისს აღმასკომის სხდომა შეიკრიბება და ახალი მწვრთნელის შესახებ იმსჯელებს. ერთა ლიგის მომდევნო ორ მატჩში კი გუნდს დროებით გეორგი ივანოვი უხელმძღვანელებს. საფეხბურთო კავშირი და პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი აღშფოთებული ვართ იმ კატასტროფული მარცხით, რომელშიც არ ჩანდა ნაკრების სამი თვისება - სიამაყე, პატივი და პასუხისმგებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გეორგი ივანოვი ადრე „ლევსკისა“ და „ჩერნო მორეს“ წვრთნიდა, ბოლო დრომდე კი ბულგარეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორი იყო. მას 1996-2005 წლებში ეროვნულ ნაკრებში 34 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, ბულგარეთის ნაკრები საქართველოსთან წაგების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა იასენ პეტროვმა დატოვა.

0.116773