სხვა

17:52 | 4.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ჩხეიძის მეოთხე ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა ასპარეზობა 102 კგ. წონით კატეგორიში, სადაც გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ამჯერად ირაკლი ჩხეიძე გამოვიდა.

საქართველოს ნაკრების წევრმა ატაცში 163/168/171 კგ. დაძლია და მე-6 ადგილზე გავიდა.

ირაკლი ჩხეიძეს აკვრის მოძრაობაში თავი ტრავმამ შეახსენა, თუმცა 202 კილოგრამის დაძლევა შეძლო და მე-5 საფეხური დაიკავა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი კილოგრამით კი მე-4 ადგილი ერგო.

0.139161