გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა ერთა ლიგის პირველ ტურში იტალიის ნაკრებთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მეტოქე პრობლემების მიუხედავად, ძალიან ძლიერია, თუმცა გერმანია თავისი ფეხბურთის თამაშს ეცდება.
„ჩვენ ყოველთვის საუკეთესო მეტოქეების დონეზე ვდგავართ. ჯგუფში ჩვენი სამი მეტოქიდან ორი ევროპის ჩემპიონატის ფინალისტია. იტალია ახლა ევროპაში საუკეთესო გუნდია, რადგან მოქმედი ჩემპიონია. მოედანზე ჩვენი თამაშის საჩვენებლად გავალთ, ვნახოთ რა მოხდება.
ყველა ტურნირი განსხვავებულია. ამხანაგურ მატჩებში შეიძლება რაიმე სიახლე სცადო, მაგრამ ერთა ლიგა სერიოზული სანაკრებო ტურნირისთვის მოსამზადებლად იდეალური შეჯიბრია“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, იტალიისა და გერმანიის ნაკრებთა მატჩი 4 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.