„ვალენსიას“ ჯენარო გატუზო ჩაიბარებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. მხარეებს შორის კონტრაქტი გაფორმებულია და მალე ამას ესპანელებიც დაადასტურებენ.
იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა კი წერს, რომ გატუზომ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე დაუსახელა სამი ფეხბურთელი, რომელთა ტრანსფერი სურს - ტიემუ ბაკაიოკო, რომელიც „ჩელსის“ საკუთრებაა და იჯარით „მილანში“ თამაშობდა, სერჟიო ოლივეირა, რომელიც იჯარით „რომაშია“ და „პორტუს“ საკუთრებაშია და „ნაპოლის“ შემტევი მატეო პოლიტანო.
შეგახსენებთ, „ვალენსიამ“ დღეს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხოსე ბორდალასი დაითხოვა.