ფეხბურთი

17:45 | 3.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ვალენსიამ" ხოსე ბორდალასი გაათავისუფლა

„ვალენსიამ“ ხოსე ბორდალასი გაათავისუფლა. როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, მადლობას უხდიან ესპანელ მწვრთნელს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებენ.

ბორდალასი „ვალენსიას“ ერთი წლის განმავლობაში წვრთნიდა და ლა ლიგაში მეცხრე ადგილზე გაიყვანა, ხოლო ესპანეთის თასზე ფინალშია, სადაც „ბეტისთან“ მარცხი განიცადა.

ჩვენთვის მთავარი ის იყო, რომ ბორდალასის ხელში „ვალენსიას“ მთავარ მეკარედ გიორგი მამარდაშვილი იქცა.

თუმცა, ახლა 21 წლის ქართველ კიპერს თავის მოწონება ჯენარო გატუზოსთვის მოუწევს, რომელმაც კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. იტალიელის „ვალენსიაში“ დანიშვნის ინფორმაცია ოფიციალურად უახლოეს ხანში დადასტურდება, რადგან ეს უკვე გადაწყვეტილია და ბორდალასის გათავისუფლებაც ამაზე მიანიშნებს.

0.116737