ლონდონის „არსენალმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ალექსანდრ ლაკაზეტმა კლუბი დატოვა.
მხარეებმა კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 30 ივნისს იწურება, უარი თქვეს. 31 წლის ფრანგი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია და სასურველ კლუბში გადასვლას უფასოდ შეძლებს.
ლაკაზეტი „არსენალში“ 2017 წლიდან თამაშობდა და ამ პერიოდში 206 მატჩში 71 გოლის გატანა მოახერხა. ვარაუდობენ, რომ ის „ლიონში“ გადავა, სადაც 2009-2017 წლებში უკვე ირიცხებოდა და გუნდის ლიდერი იყო.