NBA-ს სუპერფინალური სერია დაიწყო და წინ „ბოსტონი“ გავიდა, რომელმაც „გოლდენ სტეიტი“ მისსავე მოედანზე 120:108 დაამარცხა.
არადა, „უორიორზი“ ბოლო პერიოდი წინ საკმაოდ კომფორტული უპირატესობით ლიდერობდა, მაგრამ გადამწყვეტ მონაკვეთში „სელტიკსმა“ დიდებულად ითამაშა და მეტოქეს ბოლო მეოთხედი 40:16(!) მოუგო, რის ხარჯზეც სერიაში დაწინაურება მოახერხა.
„ბოსტონს“ ალ ჰორფორდმა ულიდერა, რომელმაც 26 ქულას, 6 მოხსნა და 3 პასი მიამატა, ხოლო ჯეილენ ბრაუნის აქტივში 24 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი იყო. „გოლდენ სტეიტში“ საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ - 34 ქულა, 5 მოხსნა და ამდენივე პასი.
ამრიგად, „ბოსტონი“ დაწინაურდა და რაც მთავარია, სერიაში მოედნის უპირატესი ფაქტორი დაიბრუნა. სერიის მეორე შეხვედრა კი 6 ივნისს გაიმართება და მასპინძელი ისევ „გოლდენ სტეიტი“ იქნება.