ტურინის „იუვენტუსში“ პოლ პოგბას დაბრუნება ისევ აქტუალურია და ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი ერთ ნაბიჯშია.
იტალიური მედიისა ცნობით, პოგბა „იუვესთან“ ძალიან ახლოსაა და მხარეები პრაქტიკულად შეთანხმდნენ. პოლი 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ხელფასი 7.5 მილიონი ევრო იქნება.
სავარაუდოდ, ტრანსფერი უახლოეს მომავალში ოფიციალურად უნდა დადასტურდეს, რადგან პოგბამ „მანჩესტერი“ უკვე დატოვა და თავისუფალი აგენტია.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში 178 მატჩში 34 გოლი გაიტანა. ფრანგი ნახევარმცველი „იუვემ“ 2012 წელს „მანჩესტერიდან“ უფასოდ დაიმატა, შემდეგ იმავე „მანჩესტერში“ 105 მილიონ ევროდ გაყიდა, ახლა კი ძალიან ახლოსაა, რომ კვლავ უფასოდ დაიბრუნოს.