მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, პოლონელმა იგა სვიტეკმა ორ სეტში, 6-3, 6-2 დაამარცხა ამერიკელი ჯესიკა პეგულა და საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა. ამასთან, მოგებათა სერია 33-მდე გაზრადა. სვიატეკს, ვისაც 21 წელი სამშაბათს შეუსრულდა, სერენა უილიამსის 2013 წლის მიღწევამდე ერთი მოგებაღა რჩება.
პოლონელმა ჩოგბურთელმა, ვისაც როლან გაროსის ტურნირი 2020 წელს აქვს მოგებული, შეხვედრა ცუდად დაიწყო, მაგრამ მალევე გამოასწორა თამაში და იოლად დაამარცხა მე-11 ნომრად განთესილი ამერიკელი. ფინალის საგზურისთვის მისი მეტოქე, რუსი დარია კასატკინა იქნება.
მიმდინარე ტურნირზე პირველი სეტის წაგებიდან ორი დღის შემდეგ, სვიატეკმა შეხვედრა ბრეიკით დაიწყო, მაგრამ შემდეგ შეცდომებს უხშირა და პეგულამ ამით კარგად ისარგებლა - საპასუხო ბრეიკს მიაღწია. პოლონელმა მეშვიდე გეიმში კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება და 4-3 დაწინაურდა. ამას მოჰყვა საკუთარი გეიმის მოგება და მეტოქისაზე კიდევ ერთი ბრეიკის აღება.
სვიატეკმა მეტოქის მოწოდბაზე, მეორე სეტის მეოთხე გეიმიც მოიგო და 3-1 დაწინაურდა. ოღონდ, ამჯერად ამერიკელს ანგარიშის გათანაბრების შანსი აღარ დაუტოვა.