„ბენფიკას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟესუსი მალე თურქულ „ფენერბაჰჩეს“ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ საკუთარ Twitter-ზე დაწერა.
წყაროს ცნობით, 67 წლის პორტუგალიელთან კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია. სპეციალისტი კონტრაქტის გასაფორმებლად სტამბოლში უკვე ჩაფრინდა. ჟესუსი ბოლოს „ბენფიკაში“ მუშაობდა, რომელიც გასული წლის დეკემბერში დატოვა.
„ფენერბაჰჩემ“ გასულ სეზონში თურქეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. ჟესუსს კი სხვადასხვა დროს არაერთ გუნდში უმუშავია, მათ შორის „ბრაგაში“, „სპორტინგში“, „ალ-ჰილალსა“ და „ფლამენგოში“.