სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

22:30 | 31.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის პრეზიდენტი: "პსჟ-მ ანგარიშები გააყალბა"

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა „პარი სენ ჟერმენს“ კიდევ ერთხელ შეუტია და განაცხადა, რომ ფრანგულმა კლუბმა ანგარიშები გააყალბა. ამიტომაც, ლა ლიგა პსჟ-ს უეფაში უჩივლებს.

„საფრანგეთის ჩემპიონატის პრეზიდენტს არ ვპასუხობ. უბრალოდ, ევროპულს გუნდს არ მივცემთ უფლებას ჩვენი ფეხბურთის ეკონომიკური სისტემა გაანადგუროს. მოვამზადეთ საჩივარი და უეფაში საჩივრის შესატანად მივდივართ. ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერი პოლემიკა, არსებობს ეკონომიკური მონაცემები.

პსჟ-ს დაახლოებით 300 მილიონი ევროს ზარალი აქვს, რაც უფრო მაღალი დანაკარგია, ვიდრე რეალს, მანჩესტერსა და ბარსელონას აქვთ, მაგრამ წარმოადგინეს მონაცემები, რომლისაც არავის სჯერა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მბაპესთან კონტრაქტი მაინც გაახანგრძლივეს. შეუძლებელი იყო ეს ოპერაცია თუ ისინი არ იტყუებიან და მონაცემებს არ აყალბებენ. ეს არ არის პრობლემა, რომელიც მხოლოდ საფრანგეთს ეხება, ეს არის ევროპის საფეხბურთო ეკონომიკური სისტემის პრობლემა. ჩვენ რობინ ჰუდს ვგავართ, სხვა ლიგების წარმომადგენლებსაც ვესაუბრე და ჩვენს საჩივარს ზოგი შეუერთდება. ჩვენ ამას გავაკეთებთ, რაც არ უნდა თქვას საფრანგეთის ლიგის პრეზიდენტმა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116442