ფეხბურთი

20:14 | 31.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პერიშიჩი "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

ლონდონის „ტოტენჰემმა“ ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ივან პერიშიჩი დაიმატა. 33 წლის ფეხბურთელმა კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

პერიშიჩი „ტოტენჰემს“ „ინტერიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ივანი ანტონიო კონტესთან ერთად იმუშავებს, რომელთანაც მილანის „ინტერში“ უკვე მუშაობდა.

ივან პერიშიჩმა „ინტერში“ 2015 წლიდან 254 შეხვედრაში 55 გოლი გაიტანა და 49 საგოლე პასი გააკეთა. მას ასევე უთამაშია „როზელარეში“, „ბრიუგეში“, „დორტმუნდში“, „ვოლფსბურგსა“ და „ბაიერნში“.

0.114973