სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

3:07 | 31.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკი როლან გაროსის მეოთხედფინალში გავიდა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა იგა სვიატეკმა, საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხე წრეში, ჩინელ თინეიჯერ ქინვენ ჟენთან სამსეტიან ბრძოლაში, 6-7(5), 6-0, 6-2 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. პოლონელი ჩოგბურთელისთვის, ეს ზედიზედ მოგებული 32-ე თამაშია. მისი მომდევნო მეტოქეა კარგ ფორმაში მყოფი ამერიკელი, მე-11 ნომრად განთესილი ჯესიკა პეგულა.

სვიატეკს როლან გაროსი 2020 წელს აქვს მოგებული და თუ მეორედაც შეძლებს სუზან ლენგლენის თასის აღებას, გახდება სულ მეოთხე ჩოგბურთელი ქალი, ვისაც 2000 წლის შემდეგ, საფრანგეთის ღია პირველობა, ორჯერ ან მეტჯერ აქვს მოგებული. აქამდე ეს მხოლოდ ბელგიელმა ჟუსტინ ჰენინმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა და რუსმა მარია შარაპოვამ შეძლეს.

პოლონელ ჩოგბურთელს თებერვლის შემდეგ არ წაუგია. დოჰაში, ინდიან ველსსა და მიამიში გამარჯვებბის გარდა, მან ასევე მოიგო თიხნარის ტურნირები შტუტგარტსა და რომში და პოარიზშიც მთავარი ფავორიტია. აღსანიშნავია, რომ მასზე გრძელი წაუგებელი სერია (ზედიზედ 34 მოგება), 2013 წელს სერენას ჰქონდა.

„ის საოცრად თამაშობს. მისმა დარტყმებმა არაერთხელ სახტად დამტოვა, რისთვისაც მას ვულოცავ. ეს რთული ტურნირია. მიხარია, რომ პირველ სეტში გაწბილების შემდეგ, თამაშის შემობრუნება შევძელი. ვამაყობ, რომ თამაშს ვაგრძელებ“, - განაცხადა სვიატეკმა.

პოლონელი 2-0 დაწინაურდა და თითქოს პირველი სეტიც უნდა მოეგო. მაგრამ ჯერ 5-3-ზე სამი სეტ პოინტი გაანიავა. შემდეგ კი, 6-5-ზე კიდევ ორი დაუმატა. ამით ისარგებლა ჟენმა და სეტი ტაიბრეიკზე გადაიყვანა. აქ სვიატეკი 5-2 დაწინაურდა, მაგრამ ჩინელმა, ვისი მეტსახელიცაა ცეცხლი და ვინც საჩოგბურთო ხელოვნებას ესპანეთში დაეუფლა, ამჯერადაც შეძლო თითქმის შეუძლებელი.

მეორე სეტში სვიტეკი 3-0 დაწინაურდა, რა დროსაც, ჟენს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მას ჯერ ზრგის მასაჟი გაუკეთეს, შემდეგ კი გასახდელში გასვლა დასჭირდა, საიდანაც შეხვეული მარჯვენა ფეხით გამოვიდა. აქედან მოყოლებული, მსოფლიოს პირველ ჩოგანს პრობლემა აღარ შექმნია.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.136027