სხვა

23:19 | 30.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ოქროს მედალი ალბანეთის ევროპის ჩემპიონატიდან: მიშველიძემ ატაცში პირველობა იზეიმა

ალბანეთში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი შოთა მიშველიძემ მოუტანა. 67 კგ. წონით კატეგორიაში მან ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა!

ქართველმა ძალოსანმა 135/139/142 კგ. დაძლია და კვარცხლბეკის პირველი ადგილი დაისაკუთრა! აღსანიშნავია, რომ მიშველიძემ 61 კგ. წონითი კატეგორია შეიცვალა და 67 კილოგრამში ეს მისი პირველი ასპარეზობაა.

ახალ წონაში სტარტი ოქროს მომტანი გამოდგა! მიშველიძემ ატაცის ოქროს მედალთან ერთად საქართველოს რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა, რომელიც შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე გოგა ჩხეიძემ დაამყარა.

შესანიშნავად იასპარეზა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა გოგა ჩხეიძემ. ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება გაითვალისწინა, 131/134/137 კგ.დაძლია და მე-4 ადგილი დაიკავა

0.117585