ფეხბურთი

18:53 | 30.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ისკო "რეალს" დაემშვიდობა: "ყველა ოცნება ავიხდინე, ამ კლუბზე უარის თქმა არ შეიძლება"

ისკო ალარკონი მადრიდის „რეალს“ დაემშვიდობა. 30 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა და თქვა, რომ „რეალი“ არის კლუბი, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელია.

„როდესაც „მალაგადან“ წასვლას ვაპირებდი, სხვა კლუბთან მივაღწიე შეთანხმებას, მაგრამ შემდეგ წინადადება მადრიდის „რეალიდან“ მივიღე და ეს არის კლუბი, რომელსაც უარი არ უნდა უთხრა. მრავალი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგა არ იყო მოგებული, შემდეგ კი მოვიგეთ „დესიმა“, რაც მერე მოხდა, უკვე ისტორიაა.

9 წლის შემდეგ მთავრდება თავგადასავალი, რომელმაც საშუალება მომცა ამეხდინა ყველა ოცნება, რაც ბავშვობაში მქონდა, იმაზე მეტი ტიტული მოვიგე, ვიდრე წარმომედგინა. უდიდეს ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშე, საოცარ ადამიანებს შევხვდი, ძალიან ვისიამოვნე. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, ტექნიკურ სტაფს, ფიზიოთერაპევტებს და მათ, ვინც მუშაობენ ვალდებებასსა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“, იმ შრომისთვის, სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც ყველას სჭირდება და მე არასდროს მომკლებია.

მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებმაც პირველივე დღიდან წარმოუდგენლად მიმიღეს და რომლებიც ამ გუნდს მსოფლიოს ყველა კუთხეში ჰყავს. სხვათა შორის, გუშინ მეგობარს ვუთხარი, რომ არ მესმოდა, რატომ ზეიმობდნენ სიბელესზე, მე-15 ჩემპიონთა ლიგა ხომ მოდის“, - იხუმრა მესიჯის ბოლო ნაწილში ისკომ.

შეგახსენებთ, რომ ისკომ სახელი „მალაგაში“ გაითქვა, 2013 წელს კი „რეალს“ შეუერთდა, რომლის რიგებში 353 შეხვედრაში 53 გოლი გაიტანა და 19 ტიტული მოიგო, მათ შორის, ხუთჯერ ჩემპიონთა ლიგა.

თეგებიისკორეალი
0.102964