ფეხბურთი

0:38 | 30.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

გუშინ ფინალი წააგეს, დღეს ღია ავტობუსით ზეიმი გამართეს: "ლივერპულის" გასაკვირი ამბავი

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ერთი დღის წინ წააგო, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ ინგლისურ კლუბს ღია ავტობუსით ქალაქში საზეიმო მსვლელობა მოეწყო, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი დაესწრო.

იურგენ კლოპის გუნდმა 2021-2022 წლების სეზონში მოგებული ტიტულები იზეიმა. „წითლებმა“, რომლებსაც 4 ტიტულის მოგება შეეძლოთ, საბოლოოდ, მხოლოდ ინგლისის თასი და ინგლისის ლიგის თასი მოიპოვეს, თუმცა, ესეც საკმარისი გამოდგა ზეიმისთვის.

უცნაური ამ ამბავში ისაა, რომ საზეიმო მსვლელობა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგებიდან მეორე დღეს გაიმართა. როგორც წესი, ამ დროს დამარცხებულ გუნდს საზეიმო განწყობა არ აქვს, მაგრამ ეს მერსისაიდელებს საერთოდ არ ეტყობოდათ. პირიქით, ლივერპულელთა ბანაკში ნამდვილი ფიესტა იყო.

შეგახსენებთ, „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ წააგო, ხოლო პრემიერლიგაში ტიტულამდე ერთადერთი ქულა დააკლდა და იქ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდა.

თეგებილივერპული
0.113361