კალათბურთი

17:00 | 29.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 10 ქულა და "ტენერიფემ" სერიაში ანგარიში გაათანაბრა

ესპანეთის ლიგა ენდესას მეოთხედფინალურ სერიაში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „ჟუვენტუტთან“ ანგარიში გაათანაბრა.

კანარიელებმა ორი დღის წინ სტუმრად უშანსოდ წააგეს, მაგრამ ამჯერად სრულფასოვანი რევანში აიღეს და ძალიან დამაჯერებლად იმარჯვეს. „ტენერიფემ“ ოთხივე პერიოდში აჯობა მეტოქეს და საბოლოო ანგარიშიც ლოგიკურია - 103:76.

გიორგი შერმადინმა 23:58 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 16-ს გაუტოლდა.

აქვე გეტყვით, რომ სერიის მესამე და გადამწყვეტი მატჩი 31 მაისს გაიმართება და ამჯერად მასპინძელი „ჟუვენტუტი“ იქნება.

0.121449