ფეხბურთი

15:52 | 29.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპმა მარჩელო ლიპის ანტირეკორდი გაიმეორა

ინგლისური "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მარჩელო ლიპის ანტირეკორდი გაიმეორა - ჩემპიონთა ლიგის მე-3 ფინალი წააგო, როგორც მწვრთნელმა.

გერმანელი მწვრთნელი 2013 წელს „დორტმუნდთან“ ერთად „ბაიერნთან“, ხოლო 2018 და 2022 წლებში „ლივერპულთან“ ერთად ორჯერ „რეალთან“ დამარცხდა. თავის მხრივ, ლიპიმ სამივე ფინალი „იუვენტუსის“ მწვრთნელის რანგში წააგო - 1997 წელს „დორტმუნდთან“, 1998 წელს „რეალთან“ და 2003 წელს „მილანთან“.

კლოპსა და ლიპის კიდევ ერთი რამ აერთიანებთ: ორივეს აქვს წაგებული უეფას თასის/ევროპა ლიგის ფინალი: ლიპიმ 1995 წელს „იუვენტუსის“ თავკაცის რანგში „პარმასთან“ განიცადა მარცხი, ხოლო კლოპმა „ლივერპულთან“ ერთად 2016 წელს „სევილიასთან“.

ისიც დამთხვევაა, რომ ორივე მათგანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 4-ჯერ გავიდა და მხოლოდ ერთხელ მოიგეს (ლიპიმ 1996 წელს, კლოპმა 2019 წელს). 3 წაგებული ფინალი ცხადია ბევრია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ფინალში 4-ჯერ გასვლა შესანიშნავი შედეგია, უკეთესი მაჩვენებელი კი მხოლოდ კარლო ანჩელოტი აქვს (5 ფინალი).

0.112807