ფეხბურთი

2:31 | 29.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: "იღბალი არაფერ შუაშია, საუკეთესოები ვიყავით და დამსახურებულად მოვიგეთ"

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ფრანგმა ფეხბურთელმა აღნიშნა, იმ ხუთ ჩემპიონობას შორის, რომელიც მას ჩემპიონთა ლიგაზე აქვს, ეს ყველაზე რთული იყო. თუმცა, ისიც თქვა, რომ „რეალი“ საუკეთესოა და დამსახურებულად გახდა ჩემპიონი.

„ბედნიერი ვარ და ვამაყობ ამ კლუბით, კიდევ ერთხელ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა და ძალიან ბედნიერები ვართ. ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოვიგეთ და ახლა დროა მადრიდში წავიდეთ და გულშემატკივრებთან ერთად ვიზეიმოთ. ეს იყო ურთულესი გამარჯვება, იმ ხუთი ჩემპიონობიდან, რომელიც მაქვს, მაგრამ საბოლოოდ დავიმსახურეთ. იღბალი არაფერ შუაშია, ჩვენ საუკეთესოები ვიყავით და ანჩელოტი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. ყველა ამბობს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ? ვამაყობ ამით და სწორედ ამისთვის ვმუშაობ“, - თქვა ბენზემამ.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემამ ჩემპიონობაში წვლილი 15 გოლით გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. „რეალმა“ კი ჩემპიონთა ლიგა მე-14-ედ მოიგო.

0.115369