ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, +84 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა კარატისტმა, გოგიტა არქანიამ მესამე ადგილი დაიკავა.
ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა შოტლანდიის წარმომადგენელ გრეგ ანდერსონს 2:0 სძლია. აღსანიშნავია, რომ გოგიტა არქანიასთვის ეს მესამე ბრინჯაოს მედალია კონტინენტის ჩემპიონატზე.