ანტონიო კონტემ გადაწყვეტილება მიიღო და ლონდონის „ტოტენჰემში“ დარჩება. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ცნობილი ინსაიდერი წერს, რომ ანტონიომ „ტოტენჰემში“ დარჩენა უკვე გადაწყვიტა, ახლა კი ინგლისური კლუბი ივან პერიშიჩის ტრანსფერსა და ჰარი კეინთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს.
ანტონიო კონტემ „ტოტენჰემი“ გასული წლის შემოდგომაზე ჩაიბარა, როცა გუნდი პრემიერლიგაში მეცხრე ადგილზე იყო, თუმცა, სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულებინა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუტანა.
იტალიელ სპეციალისტს აქამდე „არეცოში“, „ბარიში“, „ატალანტაში“, „სიენაში“, „იუვენტუსში“, იტალიის ნაკრებში, „ჩელსისა“ და „ინტერში“ აქვს ნამუშევარი.