ფეხბურთი

21:43 | 27.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივის" ზედიზედ მე-16 წაგება, "დილამ" ვაგნერის ჰეთ-თრიქით მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტური გორში, „დილასა“ და „ლოკომოტივის“ მატჩით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა 4:1 მოიგეს.

შეხვედრა თორნიკე კაპანაძის გაცუდებული პენალტით დაიწყო, რასაც ირაკლი ჭიაბრიშვილის გოლი მოჰყვა და „ლოკომოტივი“ დაწინაურდა. პირველი ტაიმის მიწურულს პაატა ღუდუშაურმა ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმი კი ვაგნერ გონსალვეშის ბენეფისად გადაიქცა. „დილას“ ლეგიონერმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

გორის „დილა“ 29 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდება, ხოლო „ლოკომოტივისთვის“ ეს ზედიზედ მე-16 წაგება და შესაბამისად, უქულოდ ბოლო ადგილზეა, მომდევნო თამაში კი „საბურთალოსთან“ ელოდება. აქვე გეტყვით, რომ ეროვნული ლიგა სამკვირიან პაუზაზე გავიდა და 16 ივნისს განახლდება.

„დილა“ – „ლოკომოტივი“ 4:1 (1:1)

გოლები: 0:1 ჭიაბრიშვილი (28), 1:1 ღუდუშაური (39), 2:1 ვაგნერი (47), 3:1 ვაგნერი (52), 4:1 ვაგნერი (77)

0.112555