საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ბოლნისის „სიონმა“ თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
დაძაბული მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 77-ე წუთზე ლუკა ხორხელმა გაიტანა, რომელმაც კარგ პოზიციაში ნიკა ხორხელის პასის მერე დარჩა და ზუსტად დარტყმა მოახერხა.
„საბურთალოს“ გათანაბრების შანსი მალევე მიეცა, თუმცა, ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა - ბურთი ძელს მოხვდა. ბოლნისელებმა დარჩენილ დროში ანგარიში შეინარჩუნეს და გამარჯვება მოიპოვეს.
„სიონმა“ 17 ქულა დააგროვა და „გაგრასთან“ ერთად მერვე-მეცხრე ადგილებს იყოფს, მომდევნო ტურში კი 16 ივნისს, „სიონს“ დაუპირისპირდება. „საბურთალო“ 23 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში „ლოკომოტივს“ შეხვდება.
„სიონი“ – „საბურთალო“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ლ. ხორხელი (77)