ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩის, საქართველო - გიბრალტარის ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია იწყება. დინამო არენას სალაროებში ბილეთები 28 მაისიდან გაიყიდება. სალაროები 11:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარს შეადგენს.
ბილეთების გაყიდვა ონლიან რეჟიმში, საიტზე TKT.ge 24 მაისიდან მიმდინარეობს. საქართველო - გიბრალტარის ბილეთებთან ერთად, ონლაინ რეჟიმში, გულშემატკივრებს ივნისის სანაკრებო მატჩებზე აბონემენტის შეძენის საშუალება აქვს.
აბონემენტის მფლობელებს უეფას ერთა ლიგის ორ მატჩზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამო არენაზე გამართავს.
• 2 ივნისი - საქართველო - გიბრალტარი
• 12 ივნისი - საქართველო ბულგარეთი
აბონემენტის ყველა მფლობელს სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან სახელობითი სკამი დახვდება.
გულშემატკივართა საყურადღებოდ: ერთა ლიგის საშინაო თამაშების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული კარი.
NAKREBI.GE