ძიუდო

16:05 | 27.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მაისურაძე თბილისის გრანდ სლემზე ოპერაციის გამო ვერ იასპარებს

თბილისის გრანდ სლემს ლუკა მაისურაძე დააკლდება. ქართველი ძიუდოისტი საქართველოს დედაქალაქში ბრმა ნაწლავზე გაკეთებული ოპერაციის გამო ვერ იასპარეზებს.

„ვიცი, ბევრმა თქვენგანმა უკვე გაიგო, რომ თბილისის გრან სლემზე ვეღარ ვიასპარეზებ. სამწუხაროდ, დამჭირდა ბრმა ნაწლავის ოპერაცია. ოპერაციამ ჩაიარა კარგად და თავს კარგად ვგრძნობ. მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესების გამო.

ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ წინაშე გამოსვლას ვეღარ შევძლებ, მაქსიმალურად ვემზადებოდი თბილისის ტურნირსთვის, რადგან ჩემთვის დიდი პატივია საკუთარ კედლებში ასპარეზობა. თუმცა, ამჯერად მომავლისთვის გადაიდო. რეაბილატაციის შემდეგ კვლავ აქტიურად შევუდგები ვარჯიშს, რათა ერთად კიდევ ბევრი გამარჯვება ვიზეიმოთ. ყველას ძალიან დიდი მადლობა გამხნევებისთვის“, - დაწერა სოციალურ ქსელში ლუკამ.

შეგახსენებთ, თბილისის გრანდ სლემი 3-5 ივნისს გაიმართება და მასში მონაწილეობას 37 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს.

0.104487