სასწაული არ მოხდა. "დალას მავერიქსმა" სერიაში მხოლოდ 1 მოგება მოახეერხა და ეს მათი მაქსიმუმი გამოდგა. ბევრი ფიქრობს, რომ სტეფ კარიმ და კამპანიამ ეს გამიზნულადაც გააკეთეს, რადგან „გოლდენ სტეიტ უორიორზს“ დასავლეთ კონფერენციის ფინალში გამარჯვება, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ეზეიმათ და ასეც მოხდა. სტივ კერის გუნდმა მეტოქეს აჯობა და პირველი სუპერფინალისტი გახდა.
„მეომრებმა“ „დალასს“ საქმე მეხუთე მატჩში დაუმთავრეს და სერია 4:1 მოიგეს. მოუხედავად იმისა, რომ მესამე პერიოდში „გოლდენ სტეიტს“ 25 ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, „მავერიქსმა“ მეტოქის მოდუნებით ისარგებლა და 15:0 გაქცევა მოაწყო, ამის შემდგომ სტეფ კარი და მისი თანაგუნდელები გამოფხიზლდნენ და ბოლო მეოთხედში თანაბარი თამაშის წყალობით 10-ქულიანი ფორა შეინარჩუნეს და გამარჯვებაც იზეიმეს. ოკლენდელებმა ამჯერად მეტოქეს საკუთარ მოედანზე, 120:110 აჯობეს.
2015 წელს, როდესაც „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ დიდი პაუზის შემდეგ გავიდა NBA-ს ფინალში, მაშინ კარი-ტომპსონი-გრინის ტრიო იყო ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ყველა ვარსკვლავის ტრიო იყო, რომლებმაც თავისი გუნდი NBA-ს ფინალამდე მიიყვანეს. ახლა კარი 34 წლისაა, ტომპსონი და გრინი 32.
რაც „გოლდენ სტეიტს“ გამოარჩევს სხვა დიდებული გუნდებისგან არის ის, რომ ისინი საფრთხედ რჩებიან მაშინაც კი, როდესაც ლიდერი ცუდ თამაშს თამაშობს.
ასე მოხდა დღესაც, მართალია სტეფ კარი დიდად ვერ გამოირჩა, თუმცა, ლიდერობა საკუთარ თავზე ტომპსონმა აიღო და საქმეც ბოლომდე მიიყვანა. არც ისე კარგი თამაშის მიოუხედავად, კარიმ პირველი მეჯიქ ჯონსონის დასავლეთ კონფერენციის ფინალის MVP ჯილდო მიიღო. ის საშუალოდ 23.4 ქულით და 7.4 პასით გამოირჩეოდა.
ამ გამარჯვებამ „უპრიორზი“ 2019 წლის შემდეგ პირველად დააბრუნა NBA-ს ფინალში. ეს შეიძლება ახალი გუნდის შენების მთავარი ფინიში იყოს, რადგან 2019 წელს, როდესაც კევინ დურანტის თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა, მას შემდეგ გუნდი პირველად იბრძვის ტიტულისთვის.
დურანტის გარეშე მათი პირველი სეზონი გუნდისთვის NBA-ში ყველაზე ცუდი ანტირეკორდით დასრულდა. გასული სეზონი უკეთესი იყო, მაგრამ „გოლდენ სტეიტი“ პლეი-ინ რაუნდსაც კი ვერ გასცდა. მაგრამ ახლა, ჯანსაღი ასპარეზობით „უორიორზი“ მწვერვალისკენ მიემართება.
განსაკუთრებულია ისიც, რომ MVP-ის ჯილდო კარის მიენიჭა. ფინალებში მისი ისტორიის გათვალისწინებით ეს პირველად მოხდა. სტეფი სამგზის NBA ჩემპიონია, მაგრამ აქამდე ვერ მოიპოვა ფინალის უძვირფასესი მოთამაშის ჯილდო. მან 2015 წელს ანდრე იგუდალასთან წააგო, შემდეგ კი კევინ დურანტთან 2017 და 2018 წლებში. მას შემდეგ, რაც „გოლდენ სტეიტი“ გამოვარდა პლეი-ოფიდან კარის გარეშე, ეს აჩენდა აზრს, რომ თითქოს ის ვერასოდეს მოიგებდა ინდივიდუალურ პრიზს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ეს გამოსწორდა.
რაც შეეხება უშუალოდ მოთამაშეების შედეგიანობას, გამარჯვებულთა შორის საუკეთესო კლეი ტომპსონი იყო, რომელმაც 32 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი ჩააგდო. დრეიმონდ გრინის აქტივში 17 ქულა, 6 მოხსნა და 9 პასია, ხოლო სტეფ კარიმ 15 ქულას 9 პასი დაამატა და ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა. ამერიკელმა თავის მონახგარს 3 მოხსნაც წაამატა.
„დალასს“ ისევ ლუკა დონჩიჩმა ულიდერა. მას დღევანდელი მატჩის პირველი ტაიმი სუსტი ჰქონდა, მაგრამ მეორეში გაახსენდა, რომ სტატისტიკით ერთ-ერთი ისტორიული ლიდერია „ელიმინაციურ თამაშებში“.
სლოვენიელის წყალობით, მესამე პერიოდიდან მაინც გაჩნდა საინტერესო დასასრულის იმედი, როდესაც მისმა თანაგუნდელებმა 3 წუთში 15:0 გარღვევის მოწყობა შეძლეს და სხვაობა 8 ქულამდე დაეყვანეს.
საბოლოოდ ლუკამ 28 ქულას, 9 მოხსნა სა და 6 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. თუმცა, ვინ იცის 3-იანები კარგად რომ გამოეყენებინა, ახლა სერიაში სხვაობა 3:2-იც ყოფილიყო. დონჩიჩმა შორი დისტანციიდან 13-ჯერ ისროლა და მიზნამდე მხოლოდ 3 მივიდა. 50%-ზე ნაკლები შედეგი ჰქონდა ორქულიანებშიც - 15-დან მხოლოდ 7. რაც შეეხება საჯარიმო სროლებს, ამ კომპონენტში 7-დან 5 გამოიყენა. ზოგადად ამ სერიაში „მავერიქსი“ არცერთ ტურში არ იყო ფავორიტი, თავად სლოვენიელმა კი პლეი-ოფი ტრავმით დაიწყო.
ამის მიუხედავად დღევანდელმა მატჩმაც აჩვენა, თუ რამდენად უსაზღვროა ლუკას ნიჭი. თუმცა, რამდენადაც დიდია დონჩიჩის როლი, იმდენად შეზღუდულია მისი თანაგუნდელების შესაძლებლობები. ამრიგად, "დალასი" მიმდინარე სეზონში საუკეთესო ოთხეულსა და კონფერენციის ფინალში დამარცხებულის სტატუსს დასჯერდა.
აღსანიშნავია, რომ „გოლდენ სტეიტი“ 2015 წლიდან მოყოლებული გადამწყვეტ ეტაპზე მეექვსედ გავიდა და ტიტულისთვის იბრძოლებს, ამ 6 ფინალიდან მათ სამჯერ მოიგეს: 2015, 2017 და 2018 წლების სეზონში. მსგავსი შედეგი ჰქონდა მაიკლ ჯორდანის „ჩიკაგო ბულსს“, როდესაც 1991-დან 1998 წლების ჩათვლით, ფინალში გასვლა ექვსჯერ მოახერხეს და „უორიორზისგან“ განსხვავებით, მათ ყველა ფინალის მოგება შეძლეს თანაც 3-3ჯერ ზედიზედ -1991, 1992, 1993 და 1996, 1997, 1998 წლებში.
გეტყვით, რომ „გოლდენ სტეიტ უორიორზი“ ფინალშია, სადაც მეტოქეს დაელოდება, რომელიც „ბოსტონისა“ და „მაიამის“ დაპირისპირებაში გაირკვევა. იმ გუნდების სერიაში ანგარიში "ბოსტონის" სასარგებლოდ 3:2-ია, მე-6 შეხვედრა კი 28 მაისს გაიმართება.