ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობას მეორე წრეში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი 1/32 ფინალში ამერიკელ მაკკენის მაკდონალდთან სამ სეტში დამარცხდა - 3:6, 1:6, 4:6.
შეხვედრა 1 საათისა და 54 წუთში გაიმართა. ქართველმა ჩოგბურთელმა საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს განსაკუთრებული წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ნიკოლოზმა 3 ეისი შეასრულა და 6 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო მაკდონალდმა 2 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ წრეში ამერიკელი მაქსიმ კრესი დაამარცხა. ქართველი როლან გაროსს წყვილთა თანრიგშიც გამოეთიშა.