ფეხბურთი

16:17 | 26.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"შალკემ" საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

გელზენკირხენის „შალკემ“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. გერმანული გუნდის სოციალურ ქსელში პოსტი განთავსდა, სადაც წერია: „გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“.

მილოცვას თან ახლავს საქართველოს დროშა, რომელიც „შალკეს“ ლურჯი ფერის ფონზეა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ გელზენკირხენული გუნდი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ბოლო წლებში სისტემატურად ულოცავს.

„ხუმარების“ ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული კვალი ლევან კობიაშვილს აქვს დატოვებული, რომელმაც 2003-2010 წლებში გერმანული გუნდის რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 236 მატჩში 18 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, „შალკეში“ ლევან ყენიასაც უთამაშია.

აქვე გეტყვით, რომ გელზენკირხენის „შალკე“ ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგაში დაბრუნდა და მომდევნო სეზონს გერმანული ფეხბურთის ელიტაში გაატარებს.

0.147601