ფეხბურთი

14:25 | 26.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

როდრი გვარდიოლას შესახებ

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, როდრიმ, ჟურნალისტებს გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას შესახებ გაუზარა თავისი აზრი.

„გვარდიოლა შრომისთვისაა დაბადებული. ვარჯიშის დაწყებამდე საათნახევრით ადრე ის უკვე საწვრთნელ ბაზაზეა. სულ რაღაცას იგონებს და აკეთებს.

მატჩების შესვენებისას ის უფრო დარიგებებს გვაძლვს. გვასწავლის. არასოდეს ყვირის. ხანდახან, როცა ვაგებთ, მგონია, რომ ახლა დაიყვირებს. მაგრამ არა.

პირიქით, უფრო მეტი წნეხის ქვეშ მაშინ გვაქცევს, როცა ვიგებთ.“ - ციტიებს როდრის სიტყვებს ესპანური AS.

51 წლის გვარდიოლა „სიტის“ 2016 წლიდან წვრთნის.

0.113682