ფეხბურთი

13:20 | 26.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

კავანი, შესაძლოა, „ფიორენტინას“ ფეხბურთელი გახდეს

„ფიორენტინა“ ურუგვაელი შემტევით, ედინსონ კავანით დაინტერესდა. მას „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი ამ ზაფხულს უმთავრდება და მხარეებმა გადაწყვიტეს ხელშეკრულება აღარ გაახანგრძლივონ - გვამცნობს Calciomercato.

ადრე ბრიტანული ტაბლოიდები წერდნენ, რომ ურუგვაელის გადაბირება „სალერნიტანას“ სურდა. თავად კავანი კი ამბობდა, რომ კარიერის გაგრძელება სამხრეთ ამერიკაში ერჩივნა.

35 წლის კავანი „მანჩესტერში“ 2020 წელს გადავიდა „პარი სენ-ჟერმენიდან.“

0.115898