ფეხბურთი

23:57 | 25.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი: "კვარაცხელიას მხოლოდ დიდი გუნდი და დიდი ჩემპიონატი სჭირდება"

„დინამო ბათუმის“ სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა ნეაპოლურ გამოცემა Spazio Napoli-ის ინტერვიუ მისცა, რომელიც მთლიანად ხვიჩა კვარაცხელიას დაეთმო.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ხვიჩა „ნაპოლიში“ თავის შესაძლებლობებს წარმოაჩენს და მას ახლა მხოლოდ დიდ გუნდსა და დიდ ჩემპიონატში თამაში სჭირდება.

- კვარაცხელიას კარგად იცნობთ, როგორ შეგიძლიათ დაახასიათოთ, როგორც ფეხბურთელი და ადამიანი?

- ეს არის ბიჭი, რომელიც ფეხბურთს ეკუთვნის. მას ბევრი შრომა მოუწევს, რომ თავისი ნიჭი კიდევ უფრო გამოავლინოს. შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც შესანიშნავი ბიჭია, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდება და ძალიან წარმატებული იქნება.

- როგორ ფიქრობთ, დადგა შესაფერისი მომენტი, რომ თავისი სახელი ნიჭიერი ფეხბურთელიდან ჩამოყალიბებულ ფეხბურთელად გადააქციოს?

- მას ყველაზე მეტად სჭირდება დიდი ჩემპიონატი და ევროტურნირებზე თამაში. სწორი მომენტია „ნაპოლიში“ გადასასვლელად და ისეთ მაღალი დონის ჩემპიონატში, როგორიც სერია A არის, ისეთ ძლიერ მწვრთნელთან, როგორიც სპალეტია. დარწმუნებული ვარ, მთელ საქართველოს გაახარებს.

- შეუძლია თუ სერია A-ს დონის ჩემპიონატში, რომელიც განსხვავებული და უფრო რთულია, ვიდრე რუსეთის და საქართველოს ჩემპიონატები, მაშინვე მოახდინოს გავლენა?

- ასეთ ნიჭიერ ფეხბურთელს განსხვავების შექმნა სერია A-შიც შეუძლია. შეიძლება არა მაშინვე, ალბათ, დრო დასჭირდება მექანიზმებთან შესაგუებლად. არ არის ადვილი ასეთი დონის ჩემპიონატში გადასვლა და მაშინვე უმაღლეს დონეზე თამაში. ამიტომ, დრო უნდა მიეცეს.

- ინსინიეს ბუნებრივი შემცვლელია?

- ინსინიესნაირი ფეხბურთელის დაუყოვნებლივ შეცვალა ადვილი არაა. ისინი სტილით განსხვავებულები არიან, სრულიად განსხვავებული თვისებები და თამაშის სტილი აქვთ. ამ ორის შედარება შეუძლებელია. ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისი ნიჭის გამოსავლენად. ვიმეორებ, მას მხოლოდ დიდი კლუბი და დიდი ლიგა სჭირდება, ასევე დიდი მწვრთნელი, როგორიც სპალეტია.

- სხვა კლუბებიც ინტერესდებოდნენ თუ მხოლოდ „ნაპოლი“?

- რა თქმა უნდა, სხვა დიდი გუნდებიც იყვნენ, მაგრამ მან „ნაპოლი“ აირჩია. თუმცა, ეს არის შეკითხვა, რომელზეც აგენტმა უნდა უპასუხოს. ახლა მთელი მისი კონცენტრაცია სეზონის ფინიშზე და მერე „ნაპოლიზეა“.

- რა რჩევა მიეცით მისი მომავლისთვის?

- ვუთხარი, რომ გააგრძელოს მუშაობა, რათა გახდეს გადამწყვეტი მოთამაშე ისეთი კლუბისთვის, როგორიც „ნაპოლია“. ასეთ გუნდში გადასვლა მას მხოლოდ დაეხმარება და მისთვის დადებითი იქნება.

0.114833