News

21:06 | 25.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისის" დრამატული გამარჯვება "თელავთან"

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტური თბილისში, „დინამოსა“ და „თელავის“ შეხვედრით დაიწყო, რომელიც ძალიან დრამატული გამოდგა და მასპინძლებმა 3:2 მოიგეს.

კახა ცხადაძის გუნდი ორჯერ იგებდა, მაგრამ ორჯერვე სტუმრებმა გაათანაბრეს. ჯერ ფაცაციას ავტოგოლი აშორტიამ გაქვითა, ხოლო კირკიტაძის გოლს ხაბულიანმა უპასუხა და თითქოს შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე უკრაინელმა თავდამსხმელმა ბილენკიმ ულამაზესი გოლი გაიტანა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

„დინამო თბილისმა“ ამ გამარჯვებით 32 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 16 ივნისს „სამგურალს“ დაუპირისპირდება. „თელავი“ 20 ქულით მეექვსე საფეხურზეა და შემდეგ შეხვედრას „დილასთან“ ჩაატარებს.

„დინამო თბილისი“ – „თელავი“ 3:2 (2:1)

გოლები: 1:0 ფაცაცია (28, ა.გ), 1:1 აშორტია (38), 2:1 კირკიტაძე (44), 2:2 ხაბულიანი (78), 3:2 ბილენკი (90)

0.115714