კალათბურთი

20:37 | 25.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია გამოჯანმრთელდა

„ვირტუს ბოლონიას“ ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია გამოჯანმრთელდა და სეზონის დარჩენილ ნაწილში გუნდს დაეხმარება.

იტალიური მედიის ცნობით, შენგელიამ სრული დატვირთვით ივარჯიშა და სერია A-ს ნახევარფინალურ სერიაში „ტორტონას“ წინააღმდეგ მისი თამაში შესაძლებელია. ეს გუნდელი პირველად 27 მაისს შეხვდებიან.

შენგელიას ტრავმის გამო 10 დღე გაუცდა, რომელიც მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში მიიღო.

ქართველი კალათბურთელი „ვირტუს ბოლონიას“ ცსკა-დან წამოსვლის შემდეგ შეუერთდა და ევროთასი უკვე მოიგო, ახლა კი იტალიის ჩემპიონობისთვისაც იბრძვის. შენგელიას ბოლონიელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

0.120589