ფეხბურთი

17:08 | 25.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჰატაისპორის" ვიცე-პრეზიდენტი: "ჰალ სიტიმ" ლობჟანიძის ტრანსფერზე მოგვმართა"

საქართველოს ნაკრებისა და „ჰატაისპორის“ ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე შესაძლოა „ჰალ სიტიში“ გადავიდეს. თურქული კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა მუსტაფა ოზატმა ინგლისური კლუბის ინტერესი ajansspor-თან საუბარში დაადასტურა.

თუმცა, ჯერჯერობით, თურქებს ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვეტილი არ აქვთ და არც მის ფასზე არიან ჩამოყალიბებული.

„ჰალ სიტიმ" შეთავაზება გააკეთა საბა ლობჟანიძისა და აიუბ ელ კააბის გამო. ამის შესახებ დირექტორთა საბჭოში ვისაუბრეთ, თუმცა, ჯერ არ დაგვიდგენია ამ ფეხბურთელების საფასური“, - თქვა ოზატმა.

მოგეხსენებათ, „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეა, ხოლო კლუბის მფლობელი თურქი აკუნ ილიჯალი გახლავთ.

საბა ლობჟანიძემ „ჰატაისპორში“ 2021-2022 წლების სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და 37 შეხვედრაში თავი 8 გოლით და 8 საგოლე პასით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11591