ფეხბურთი

14:30 | 25.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

გუტი: "მბაპე დღეს საუკეთესო არაა და ამაზე საუბარი უნდა შეწყდეს"

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ხოსე მარია გუტიმ კილიან მბაპეზე ისაუბრა და თქვა, რომ დღეს ფრანგი მსოფლიოში საუკეთესო არაა. გუტი დარწმუნებულია, რომ მბაპეს მომავალში შეუძლია საუკეთესოობა, მაგრამ დღეს ასეთი მოთამაშე არაა და ამაზე საუბარი უნდა დასრულდეს.

„რამდენი ხანია პარიზშია? ხუთი წელი. რამდენი ჩემპიონთა ლიგა მოიგო? რამდენი „ოქროს ბურთი“ მოიგო? ალბათ, ერთ დღეს გახდება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ დღეს არ არის. საუბრობენ მასზე, როგორც საუკეთესოზე, ისე, რომ საუკეთესო ფეხბურთელი არ არის.

მბაპე შეიძლება ჩაითვალოს ჰოლანდთან ერთად მომავლის მოთამაშედ, მაგრამ საკმარისია იმაზე საუბარი, რომ დღეს საუკეთესოა, ეს უნდა დასრულდეს! ეს პირდაპირ უნდა ითქვას. პერსპექტივაში ძლიერია, მაგრამ ამჟამად საუკეთესო არაა. პსჟ-ში ჯერ არ უჩვენებია, რომ საუკეთესოა, თუმცა, მომავალში მასაც და ჰოლანდსაც „რეალში“ მოვიყვანდი“, - თქვა გუტიმ.

0.122552