სპრინტში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, იტალიელი ლამონტ მარსელ ჯეკობსი, ბრილიანტის ლიგის იუჯინის (აშშ, შტატი ორეგონი) შეხვედრას გამოტოვებს. ამის მიზეზი კუნთის ტრავმაა, რომელიც ერთი კვირის წინ, სავონაში (იტალია), 100 მეტრზე სპრინტში ასპარეზობისას მიიღო.
ჯეკობსისთვის ეს ასმეტრიან დისტანცაზე იყო პირველი გამოსვლა მას შემდეგ, რაც შარშან ტოკიოს ოლიმპიადაზე, 100 მეტრზე სპრინტში ოქროს მედალს დაეუფლა. მან სავონაშივე განაცხადა, რომ პრობლემები ჰქონდა.
იტალიის მძლეოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, ჯეკობსს ექიმებმა 10 დღით დასვენება ურჩიეს. ამავე პერიოდში, მან რეაბილიტაციის კურსიც უნდა გაიაროს.
ჯეკობსი პირველი იტალიელი სპრინტერია, ვინც ოლიმპიადაზე 100 მეტრზე ოქროს მედალს დაეუფლა. მასვე ეკუთვნის ევროპის რეკორდი - 9.80 წამი, რომელიც ტოკიოში, ფინალურ გარბენში დააფიქსირა. შემდეგ კი 4x100 მეტრზე ესტაფეტაში, მეორე ოქროც აიღო.