იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ივნისში გასამართი ხუთი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ლეონარდო სპინაცოლაც მოხვდა.
სპინაცოლამ ევროპის ჩემპიონატზე მიღებული მძიმე ტრავმა მოირჩინა და იტალიის ნაკრებს დაუბრუნდა. მთლიანობაში მანჩინიმ 39 ფეხბურთელს უხმო და მათი ჩამონათვალი ასეთია:
მეკარეები: ალესიო კრანიო (კალიარი), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, საფრანგეთი), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ჯენოა)
მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), დავიდე კალაბრია (მილანი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ემერსონი (ლიონი, საფრანგეთი), მანუელ ლაძარი (ლაციო), ლუის ფელიპე (ლაციო), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ლეონარდო სპინაცოლა (რომა)
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), დავიდე ფრატეზი (სასუოლო), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ლორენცო პელეგრინი (რომა), მატეო პესინა (ატალანტა), სანდრო ტონალი (მილანი), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი)
თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (ტორინო), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ჯანლუკა კაპრარი (ვერონა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მოისე კინი (იუვენტუსი), ანდრეა პინამონტი (ემპოლი), მატეო პოლიტანო (ნაპოლი), ჯაკომო რასპადორი (სასუოლო), ჯანლუკა სკამაკა (სასუოლო), მატია ძაკანი (ლაციო), ნიკოლო ძანიოლო (რომა).
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ერთა ლიგაზე ინგლისის, უნგრეთისა და გერმანიის ნაკრებებს (ორჯერ) შეხვდება, ხოლო მანამდე 1 ივნისს, ევროპის ჩემპიონის რანგში სამხრეთ ამერიკის ჩემპიონ არგენტინას გაეჯიბრება.