ფეხბურთი

21:05 | 23.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალ-ხელაიფი: "მბაპე აქ ფულის გამო არ დარჩენილა, ტებასს ლიგა 1-ის ეშინია"

„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ კილიან მბაპე კლუბში ფულის გამო არ დარჩენილა. როგორც მან აღნიშნა, მბაპე მაგალითი უნდა იყოს ახალგაზრდა ფრანგებისთვის, რადგან მან სამშობლოში თამაში ამჯობინა.

„მბაპეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ახალგაზრდებისთვის და საფრანგეთისთვის. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი აქ რჩება, მისი ოცნება და მიზანი ყოველთვის ჩვენთან დარჩენა და ჩვენთან ერთად გამარჯვება იყო. გასულ კვირაში ვფიქრობდით, რომ დავკარგავდით, მაგრამ განსაკუთრებული კავშირი დავამყარეთ. არ ვიყავით მის დარჩენაში დარწმუნებული, მაგრამ ყოველთვის გვჯეროდა კილიანის და მისი ოჯახის. ფულის გამო დარჩა? არა, ესპანეთში უფრო მეტს გადაუხდიდნენ.

ტებასი და ლა ლიგის საჩივარი? ვფიქრობ, ტებასს ეშინია, რომ ლიგა 1 ლა ლიგას გადაუსწრებს, რომელიც აღარ არის იმ დონის შეჯიბრი, როგორიც 3 წლის წინ იყო“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, კილიან მბაპემ ორი დღის წინ „პარი სენ ჟერმენთან“ ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.

0.11971