დორტმუნდის „ბორუსიას“ ედინ ტერზიჩი გაწვრთნის. ინფორმაცია გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
მხარეებს შორის კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. 39 წლის გერმანელმა მარკო როზე შეცვალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ ტერზიჩი „დორტმუნდს“ 2020-2021 წლების სეზონში 6 თვის განმავლობაში უკვე წვრთნიდა, სანამ გუნდში როზე მივიდოდა.
„ბევრმა იცის, რას ნიშნავს ჩემთვის „დორტმუნდი“. მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბს ნდობისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მომცეს. ჩვენ ყველაფერს გავიღებთ ამ კლუბის წარმატებისთვის“, - თქვა ტერზიჩმა.
შეგახსენებთ, „დორტმუნდის“ ბორუსიამ ახლახან დასრულებული სეზონი ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე დაასრულა, გერმანიის თასზე, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე კი წარუმატებლად იასპარეზა.