ფეხბურთი

17:10 | 23.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" 19 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი დაიმატა

ინგლისურმა „ლივერპულმა“ ლონდონის „ფულჰემიდან“ ნიჭიერი პორტუგალიელი ფეხბურთელი ფაბიო კარვალიო დაიმატა. ინფორმაცია „წითლების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

19 წლის პორტუგალიელი გარემარბი მერსისაიდელებს 1 ივლისიდან შეუერთდება. ჯერჯერობით, კონტრაქტის სხვა დეტალები უცნობია.

ფაბიო კარვალიომ გასულ სეზონში ჩემპიონშიფში 36 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

0.119085