სხვა

2:04 | 23.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

კარაპასი დაეცა, მაგრამ ჯიროს ლიდერობა შეინარჩუნა

იტალიელმა ჯულიო ჩიკონემ ჯირო დ’იტალიას მე-15 ეტაპი მოიგო. ეკვადორელმა რიჩარდ კარაპასმა კი, მიუხედავად იმისა, რომ სტარტიდან მალე მომდარ ზედახორაში მოყვა, გზის გაგრძელებაც შეძლო და ლიდერობაც შეინარჩუნა.

ჩიკონემ ფეხს მაშინ აუჩქარა, როდსაც მას და მის მცირე ჯგუფში შემავალ სამ მეტოქეს, 22.4-კილომეტრიანი ბოლო აღმართი (4.3-გრადუსიანი საშუალო დახრით) დაიწყო. მან ყველა ჩამოიტოვა და ფინიშთან უახლოეს მდევარს წუთით და 31 წამით მიასწრო.

ჩიკონეს (ფოტოზე) 2019 წელს ტურ დე ფრანსზე ორ ეტაპზე ეცვა ლიდერის ყვითელი მაისური, ჯროზე კი კარიერაში მესამედ შეძლო ეტაპის მოგება. მეორე ადგილზე კოლუმბიელი სანტიაგო ბუიტრაგო გავიდა, მესამე კი ესპანელი ანტონიო პედრერო იყო, ვინც გამარჯვებულს ორი წუთით და 19 წამით ჩამორჩა.

კარაპასმა, ვინც ჯიროს ჩემპიონი 2019 წელს გახდა, თანაგუნდელების (ინეოს გრენადერსი) დახმარებით შეძლო ძირითად ჯგუფში დაბრუნება და რბოლაც პელოტონთა ერთად დაასრულა. ის სულ რაღაც 9 წამს უგებს მეორეზე მყოფ ავსტრალიელ ჯეი ჰინდლის. მესამეზე კი პორტუგალიელი ჟოაუ ალმეიდაა, ვინც ლიდერთან 32 წამს აგებს.

ორშაბათს ჯიროზე დასვენების დღეა.

0.146625