ფეხბურთი

1:18 | 23.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს ბოლო ვერდიქტი: "სალერნიტანა" გადარჩა, "კალიარი" - გავარდა

სერია A-ს ჩემპიონი „მილანი“ გახდა, მაგრამ სეზონი სხვა ორი მატჩით დასრულდა, რამაც აუტსაიდერთა ბედი გადაწყვიტა.

უნდა გარკვეულიყო ვინ შეინარჩუნებდა ადგილს ელიტაში და ვინ გავარდებოდა სერია B-ში - „სალერნიტანა“ თუ „კალიარი“.

ბოლო ტურის წინ „სალერნიტანა“ „კალიარის“ 2 ქულით უსწრებდა, მაგრამ თუ გუნდები თანაბარ ქულებს დააგროვებდნენ, ელიტაში სარდინიელები დარჩებოდნენ. ამიტომაც, სალერნოელებს შინ „უდინეზესთან“ მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ეფიქრათ, რადგან „კალიარი“ უკვე გავარდნილ „ვენეციას“ სტუმრობდა.

თუმცა, „სალერნიტანამ“, რომელმაც ბოლო ტურებში საოცრად ითამაშა და განწირული ვითარებიდან გადარჩა, „უდინეზესთან“ უიმედოდ, 0:4 წააგო. ერთი გოლი, თან ულამაზესი 19 წლის მარცხენა მცველმა დასტინ უგოდიმ გაიტანა. იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც წარმოშობით ნიგერიელია, ძალიან ნიჭიერია, ამ სეზონში 5 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა, რაც 19 წლის მარცხენა მცველის კვალობაზე, მართლაც დიდებული შედეგია. უდოგი იტალიის 21-წლამდე ნაკრების წევრია და შორს არაა ის დრო, როცა რობერტო მანჩინი ეროვნულ ნაკრებშიც უხმობს. მას აქტიურად „იუვენტუსს“ უკავშირებენ.

„სალერნიტანამ“ წააგო, მაგრამ „კალიარიმ“ ამით ვერ ისარგებლა, რადგან „ვენეციასთან“ უგოლო ფრეს დასჯერდა. შედეგად, „სალერნიტანამ“ 31 ქულით სერია A-ში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „კალიარი“ 30 ქულით სერია B-ში გავარდა. მის გარდა, ასევე დაქვეითდნენ „ვენეცია“ და „ჯენოა“. სერია A კი გულშემატკივარს აგვისტომდე დაემშვიდობა.

0.108722