დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ დანიის ჩემპიონი გახდა. სუპერლიგის ბოლო ტურში იეს თორუპის გუნდმა „ოლბორგი“ 3:0 დაამარცხა და მდევარ „მიდტიულანდს“ გადასწრების საშუალება არ მისცა.
„კოპენჰაგენმა“ სეზონი 68 ქულით დაასრულა და 3 ქულით გაასწრო „ოლბორგს“, შედეგად, დანიის ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში მე-14-ედ, ხოლო 2019 წლის შემდეგ პირველად გახდა.
დავით ხოჭოლავამ „კოპენჰაგენში“ პირველი სეზონი ჩაატარა და დანიის ჩემპიონი პირველად გახდა. სხვათა შორის, ქართველი მცველი კარიერაში უკრაინის ჩემპიონის ტიტულის მფლობელიცაა. 29 წლის ფეხბურთელმა „კოპენჰაგენის“ რიგებში ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.