ფეხბურთი

19:08 | 22.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" "საბურთალო" - დაამარცხა, "სიონმა" - "გაგრა"

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 ტურში გორის „დილამ“ სტუმრად უშუალო კონკურენტი „საბურთალო“ დაამარცხა და სამმატჩიანი წარუმატებელი სერია დაასრულა.

ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა. ჯერ, გორელები ჯგერენაიას ავტოგოლით დაწინაურდნენ, ხოლო შემდეგ გაგნიძემ უპირატესობა გააორმაგა.

გორის „დილას“ 26 ქულა აქვს, მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში თბილისის „ლოკომოტივს“ შეხვდება, ხოლო „საბურთალო“ 23 ქულით მეხუთეა და 27 მაისს, „სიონს“ დაუპირისპირდება.

ტურის კიდევ ერთი მატჩი „გაგრასა“ და „სიონს“ შორის გაიმართა, რომელიც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ბოლნისელებს ნიკა ხორხელმა მოაგებინა, რომელმაც დუბლი შეასრულა, ხოლო მასპინძლებს ქულის მოსაპოვებლად მათე ვაწაძის გოლი არ ეყო. „სიონი“ 14 ქულით მეცხრე საფეხურზეა და მომდევნო ტურში „საბურთალოს“ შეხვდება, ხოლო „გაგრა“ 17 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და წინ „ტორპედოსთან“ მატჩი ელოდება.

„გაგრა“ – „სიონი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ხორხელი (42), 1:1 ვაწაძე (56), 1:2 ხორხელი (80)

„საბურთალო“ – „დილა“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ჯგერენაია (50, ა.გ), 0:2 გაგნიძე (72)

0.120119