კალათბურთი

12:30 | 22.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მაიამი" "ბოსტონთან" სერიაში დაწინაურდა (+VIDEO)

„მაიამი ჰიტმა“ მოედნის უპირატესობა დაიბრუნა და „ბოსტონ სელტიკსს“ სტუმრად აჯობა. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის სერიის მესამე შეხვედრაში „მაიამიმ“ „ბოსტონს“ დაძაბულ ბრძოლაში 109:103 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ „სელტიკსის“ რიგებში ჯეილენ ბრაუნმა ფანტასტიკური თამაში ჩაატარა (40 ქულა, 9 მოხსნა), მასპინძლებმა მარცხს თავი ვერ აარიდეს. „ბოსტონში“ ალ ჰორფორდიც, რომელმაც 20 ქულა, 14 მოხსნა მიითვალა. „მაიამიში“ საუკეთესო ბემ ადებაიო გახლდათ - 31 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი.

აღსანიშნავია, რომ „ჰიტმა“ 19 ჩაჭრა დააგროვა, რაც პლეი-ოფის ერთი მატჩისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

ამრიგად, სერიაში „მაიამი“ 2:1 დაწინაურდა, მეოთხე შეხვედრა კი 24 მაისს, ისევ ბოსტონში გაიმართება.

0.121525