ევროლიგის 2021-2022 წლების სეზონი „ანადოლუ ეფესმა“ მოიგო. თურქულმა კლუბმა ფინალში მადრიდის „რეალი“ საოცრად დრამატულ შეხვედრაში 58:57 დაამარცხა.
როგორც ხედავთ, თამაში შედეგიანი ნამდვილად არ გამოდგა და ორივე გუნდმა დაცვაში კარგად ითამაშა, მაგრამ ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა და გამარჯვება თურქებს დარჩათ. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ „რეალი“ 4-ქულიან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მეორე ნახევარში „ეფესმა“ ჩამორჩენა აღმოფხვრა.
„ანადოლუ ეფესმა“ ევროლიგა ისტორიაში და თანაც, ზედიზედ მეორედ მოიგო. საუკეთესო ვასილიე მიჩიჩი იყო, რომელმაც 23 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. სერბი ზედიზედ მეორედ გახდა ევროლიგის ფინალის MVP. თურქული კლუბის რიგებში ტიბორ პლაისმაც მაღალ დონეზე ითამაშა და თანაგუნდელებს 19 ქულით და 7 მოხსნით დაეხმარა, ხოლო „რეალში“ ვალტერ ტავარესი გამოირჩა ორმაგი დუბლით - 14 ქულა, 11 მოხსნა.
ევროლიგაში დღევსე მესამე ადგილის მატჩი გაიმართა, რომელშიც „ბარსელონამ“ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ 84:74 აჯობა და ესპანურმა გრანდმა სეზონი მესამე პოზიციაზე დაასრულა.